პროექტის მართვის სრული მომსახურება
ჩვენი მისიაა წყალმომარაგებისა და შენობის საინჟინრო სისტემები ვაქციოთ საიმედო, ეფექტურ და მარტივად მართვად მექანიზმად. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის სრულ მხარდაჭერას მის ყველა ეტაპზე – იდეის ჩასახვიდან უწყვეტ ექსპლუატაციამდე.
წყლის სატუმბი სისტემები
აუდიტი და შერჩევა, ჰიდრავლიკური კოორდინაცია, წნევის ამწევი, სადრენაჟო, საკანალიზაციო და სახანძრო სატუმბი სადგურების დაპროექტება, სიხშირული გარდამქმნელით მართვა, ტელემეტრია და დისტანციური მართვა, მოწოდება/მომარაგება, სამუშაოების კონტროლი, გაშვება-გამართვა და ექსპლუატაციაში მიღება/ჩაბარება.
წყლის გაწმენდა და სასმელი წყლის სისტემებ
გაუფილტრავი წყლის ანალიზი, სამრეწველო ფილტრაციის სისტემების დაპროექტება და მოწოდება, კომერციული და საყოფაცხოვრებო სექტორი (მექანიკური გაწმენდა, ნახშირის, დათბილვის, UV, UF/RO ფილტრაცია). სერვის-პროგრამები და სახარჯი მასალები, წყლის სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა
ქიმიკატების/რეაგენტების დოზირება და დეზინფექცია
ჰიპოქლორიტისა და ქლორის დიოქსიდის სისტემები: დოზირების ტუმბოები, მოსამზადებელი სადგურები, უსაფრთხო შენახვა, მონაცემთა სრული აღრიცხვა და კონტროლი. სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობა და ოპერატორების მომზადება/ტრენინგი.
წყალმომარაგება/წყალარინება, წყალგაყვანილობა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
კონცეპტუალური და დეტალური დაპროექტება, წყალმომარაგების სისტემების, სანტექნიკური კვანძებისა და სახანძრო სისტემების მიწოდება და მონტაჟი, ბალანსირება, აღრიცხვა, BMS/BIM ინტეგრაცია, სრული სააღსრულებო დოკუმენტაცია.
24/7 მომსახურება და მართვა
საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო ტექნიკური მომსახურება, სწრაფი რეაგირების (ავარიული) ჯგუფის გასვლა, მომსახურების ხარისხის (SLA) და ეფექტურობის ინდიკატორების (KPI) მართვა, სათადარიგო ნაწილების სასაწყობო მარაგები, აქტივების ციფრული აღრიცხვა, დიაგნოსტიკა, ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) შემცირება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.