საკონტაქტო ინფორმაცია

Enso Group

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 9:00-18:00 ; შაბათი-კვირა: დაკეტილი icon_widget_image 4, ეთერ ბოცვაძის ქ, 0159, თბილისი icon_widget_image +995 032 202 20 60 +995 595 05 11 49 icon_widget_image welcome@ensogroup.ge info@ensogroup.ge
Image Alt

აღმოაჩინე ფუნქციები

ენსო ჯგუფის შესახებ

წყლის მომზადებისა და სატუმბი სისტემების სრული ციკლი

ენსო ჯგუფი

პროექტის მართვის სრული მომსახურება

ჩვენი მისიაა წყალმომარაგებისა და შენობის საინჟინრო სისტემები ვაქციოთ საიმედო, ეფექტურ და მარტივად მართვად მექანიზმად. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის სრულ მხარდაჭერას მის ყველა ეტაპზე – იდეის ჩასახვიდან უწყვეტ ექსპლუატაციამდე.

წყლის სატუმბი სისტემები

აუდიტი და შერჩევა, ჰიდრავლიკური კოორდინაცია, წნევის ამწევი, სადრენაჟო, საკანალიზაციო და სახანძრო სატუმბი სადგურების დაპროექტება, სიხშირული გარდამქმნელით მართვა, ტელემეტრია და დისტანციური მართვა, მოწოდება/მომარაგება, სამუშაოების კონტროლი, გაშვება-გამართვა და ექსპლუატაციაში მიღება/ჩაბარება.

წყლის გაწმენდა და სასმელი წყლის სისტემებ

გაუფილტრავი წყლის ანალიზი, სამრეწველო ფილტრაციის სისტემების დაპროექტება და მოწოდება, კომერციული და საყოფაცხოვრებო სექტორი (მექანიკური გაწმენდა, ნახშირის, დათბილვის, UV, UF/RO ფილტრაცია). სერვის-პროგრამები და სახარჯი მასალები, წყლის სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა

ქიმიკატების/რეაგენტების დოზირება და დეზინფექცია

ჰიპოქლორიტისა და ქლორის დიოქსიდის სისტემები: დოზირების ტუმბოები, მოსამზადებელი სადგურები, უსაფრთხო შენახვა, მონაცემთა სრული აღრიცხვა და კონტროლი. სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობა და ოპერატორების მომზადება/ტრენინგი.

წყალმომარაგება/წყალარინება, წყალგაყვანილობა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები

კონცეპტუალური და დეტალური დაპროექტება, წყალმომარაგების სისტემების, სანტექნიკური კვანძებისა და სახანძრო სისტემების მიწოდება და მონტაჟი, ბალანსირება, აღრიცხვა, BMS/BIM ინტეგრაცია, სრული სააღსრულებო დოკუმენტაცია.

24/7 მომსახურება და მართვა

საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო ტექნიკური მომსახურება, სწრაფი რეაგირების (ავარიული) ჯგუფის გასვლა, მომსახურების ხარისხის (SLA) და ეფექტურობის ინდიკატორების (KPI) მართვა, სათადარიგო ნაწილების სასაწყობო მარაგები, აქტივების ციფრული აღრიცხვა, დიაგნოსტიკა, ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) შემცირება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

ენსო ჯგუფის
შესახებ

ჩვენ ვართ კომპანიათა ჯგუფი, საერთო საინჟნრო სტანდარტებით, ერთიანი ინფრასტრუქტურითა და პასუხისმგებლობით. ვფარავთ მომსახურების სრულ ციკლს კონსულტაციიდან და პროექტირებიდან - მიწოდება/მონტაჟის ჩათვლით. შედეგად, მომხმარებელი იღებს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებსა და გაზომვად ეფექტიანობას. ჩვენ ვაერთიანებთ წყლის, კლიმატისა და უსაფრთხოების ძირითად კომპეტენციებს ერთ ინჟინერიულ ქსელში: წყალი – სატუმბი სადგურები, წყლის დამუშავება კლიმატი – ქიმიური დოზირება და დეზინფექცია უსაფრთხოება – შიდა ქსელები, სახანძრო სისტემები ჩვენი მომსახურება მოიცავს აღჭურვილობის შერჩევას, მონტაჟსა და 24/7 მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტიან და საიმედო გადაწყვეტილებებს.