საკონტაქტო ინფორმაცია

Enso Group

icon_widget_image ორშაბათი-პარასკევი: 9:00-18:00 ; შაბათი-კვირა: დაკეტილი icon_widget_image 4, ეთერ ბოცვაძის ქ, 0159, თბილისი icon_widget_image +995 032 202 20 60 +995 595 05 11 49 icon_widget_image welcome@ensogroup.ge info@ensogroup.ge
Image Alt
აღმოაჩინე შესაძლებლობები

ენსო ჯგუფის შესახებ

წყლის დამუშავებისა და სატუმბი სისტემების სრული ციკლი

ENSO GROUP

პროექტის მართვის სრული მომსახურება

ჩვენი მისიაა წყალმომარაგებისა და შენობის საინჟინრო სისტემები ვაქციოთ საიმედო, ეფექტურ და მარტივად მართვად მექანიზმად. ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროექტის სრულ მხარდაჭერას მის ყველა ეტაპზე - იდეის ჩასახვიდან უწყვეტ ექსპლუატაციამდე.

წყლის სატუმბი სისტემები

აუდიტი და შერჩევა, ჰიდრავლიკური კოორდინაცია, წნევის ამწევი, სადრენაჟო, საკანალიზაციო და სახანძრო სატუმბი სადგურების დაპროექტება, სიხშირული გარდამქმნელით მართვა, ტელემეტრია და დისტანციური მართვა, მოწოდება/მომარაგება, სამუშაოების კონტროლი, გაშვება-გამართვა და ექსპლუატაციაში მიღება/ჩაბარება.

წყლის გაწმენდა და სასმელი წყლის სისტემები

გაუფილტრავი წყლის ანალიზი, სამრეწველო ფილტრაციის სისტემების დაპროექტება და მოწოდება, კომერციული და საყოფაცხოვრებო სექტორი (მექანიკური გაწმენდა, ნახშირის, დათბილვის, UV, UF/RO ფილტრაცია). სერვის-პროგრამები და სახარჯი მასალები, წყლის სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა.

ქიმიური დოზირება (რეაგენტების ზუსტი შეყვანა სისტემაში) და დეზინფექცია (მიკრობიოლოგიური წმენდა)

ჰიპოქლორიტისა და ქლორის დიოქსიდის სისტემები: დოზირების ტუმბოები, მოსამზადებელი სადგურები, უსაფრთხო შენახვა, მონაცემთა სრული აღრიცხვა და კონტროლი. სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობა და ოპერატორების მომზადება/ტრენინგი.

წყალმომარაგება, სანტექნიკა და წყალარინება (კანალიზაცია), სახანძრო უსაფრთხოების სისტემები

კონცეპტუალური და დეტალური დაპროექტება, წყალმომარაგების სისტემების, სანტექნიკური კვანძებისა და სახანძრო სისტემების მიწოდება და მონტაჟი, ბალანსირება, აღრიცხვა, BMS/BIM ინტეგრაცია, სრული სააღსრულებო დოკუმენტაცია.

24/7 მომსახურება და მართვა

საგარანტიო და გარანტიისშემდგომი ტექნიკური მომსახურება, სწრაფი რეაგირების (ავარიული) ჯგუფის გასვლა, მომსახურების ხარისხის (SLA) და ეფექტურობის ინდიკატორების (KPI) მართვა, სათადარიგო ნაწილების სასაწყობო მარაგები, აქტივების ციფრული აღრიცხვა, დიაგნოსტიკა, მფლობელობის ჯამური ღირებულების (TCO) შემცირება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

ენსო ჯგუფის
შესახებ

ჩვენ ვართ კომპანიათა ჯგუფი, რომელსაც აერთიანებს საერთო საინჟინრო სტანდარტები, ერთიანი ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობის ერთიანი წერტილი. ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და დაპროექტებიდან, მოწოდების, ინსტალაციისა და 24/7-ზე ექსპლუატაციის ჩათვლით. ეს ჩვენს მომხმარებელს აძლევს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებსა და გაზომვად ეფექტურობას. ჩვენ ვაერთიანებთ საინჟინრო კომპეტენციებს წყლის, კლიმატ-კონტროლისა და უსაფრთხოების მიმართულებით აღჭურვილობის შერჩევიდან 24/7-ზე ტექნიკურ მომსახურებამდე. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს სატუმბ სადგურებს, წყლის დამუშავებას, ქიმიურ დოზირებასა და დეზინფექციას, სანტექნიკასა და სახანძრო უსაფრთხოებას.